ჩვენს შესახებ

შპს თენაფი 2024 წელს ჩამოყალიბდა, როგორც წარმატებული რებრენდინგის შედეგი, რომელიც მანამდე ოპერირებდა შპს სფეროს სახელით. 2011-დან 2024-მდე შპს სფერო იყო ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც სპეციალიზებული იყო სერვერული ინფრასტრუქტურის პროექტების დაგეგმვაზე, აწყობაზე და მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობდა. ჩვენი კომპანია სრულად იყო ორიენტირებული სერვერული ინფრასტრუქტურის ეფექტურ გადაწყვეტებზე, რაც იმ დროის მოთხოვნებსა და სტანდარტებს ასახავდა.

რებრენდინგის შედეგად, შპს თენაფი გახდა მრავალმხრივი IT სერვისების პროვაიდერი, რომელიც ახლა გთავაზობთ კომპიუტერული ტექნიკის სრულ ასორტიმენტს და IT ინფრასტრუქტურის ყველა საჭირო კომპონენტს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოში აღიარებული ბრენდები, როგორებიცაა HPE, Dell, Lenovo, MikroTik, Fortinet და სხვა. ჩვენი კომპანიის მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც სრულად შეესაბამება თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს.

ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც IT ინფრასტრუქტურის დაგეგმარებასა და აწყობას, ასევე ქსელური უსაფრთხოების, მონაცემთა შენახვისა და სარეზერვო სისტემების გადაწყვეტილებებს.

შპს თენაფი არის "One Stop Solutions" პრინციპის მიმდევარი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო IT პროდუქტს და მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს ბიზნესზე და ყოველთვის მზად არის უზრუნველყოს საიმედო, ინოვაციური და ინდივიდუალურად მორგებული IT გადაწყვეტილებები, რათა თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და დაცული იყოს.